დაიწყო განაცხადების მიღება YES-CHINA პროგრამაზე აღმოსავლეთ ჩინეთის პოლიტიკის და სამართლის მეცნიერებების უნივერსიტეტში, რომელიც დაფინანსებულია „ჩინეთის მთავრობის სტიპენდია 2026-2027“ მიერ
აღნიშნული პროგრამა აპლიკანტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ დაფინანსება 2026-2027 სასწავლო წლისათვის აღმოსავლეთ ჩინეთის პოლიტიკის და სამართლის მეცნიერებების უნივერსიტეტის (ECUPL) ერთწლიან შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის მიზნით:
- LL.M. საერთაშორისო ეკონომიკური სამართალი
- საჯარო მართვა და სოციალური ადმინისტრირება
კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სტიპენდია უზურნველყოფს:
- სამაგისტრო (1 წელი) პროგრამის საფასურს;
- საცხოვრებელს;
- სამედიცინო დაზღვევას;
- თვიურ სტიპენდიას CNY 8,000 ოდენობით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის ხარჯები არ ფინანსდება!
მობილობის პროგრამით დაინტერესებულმა სტუდენტებმა სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (pdf ფორმატში) უნდა გადააგზავნონ ელ-ფოსტაზე 50256@ecupl.edu.cn, და გამოიყენონ: "YES-CHINA" აღნიშნული ელ-შეტყობინების სათაურად.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 28 თებერვალი
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ თანდართული ბროშურები!